CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

13 წლიდან – წერილები დაჩის

ISBN: 9789941511790

Buy

Author ოტია იოსელიანი
Dimensions 14.5/21
Number of Pages

Age Range

12+ Year

Cover

რბილი

Price

9.90 Gel

Description

ოტია იოსელიანის „წერილები დაჩის“ ეპისტოლური ჟანრის კრე­ბულია. როგორც ავტორი შესავალ ნაწილში აღნიშნავს, მსგავსი შინაარსის ნაწარმოებები არაერთ დიდ მწერალს შეუქმნია, მაგრამ იმ „წინა კაცებმა“ თავიანთი ბილიკები და გზები გაჭრეს, ჩვენ კი „ჩვენს გზას ვეძებთ, ჩვენს ბილიკს ვიკაფავთ და ჩვენი გასასვლელი უნდა ვიპოვოთ“. წერილების ადრესატი თითქოს მწერლის ვაჟი დაჩია, მაგრამ ნოველების სახით დაწერილი ბარა­თები სცდება ერთი კონკრეტული პიროვნების საზღვრებს და არა მარტო ახალგაზრდა თაობის, არამედ ყველა ასაკის მკითხველს მოიაზრებს.

კრებულში უამრავი საჭირბოროტო თემაა განხილული. ავტორი უებროდ გვესაუბრება სამშობლოს, მეგობრობის, ერთგულების, რწმენის, სიყვარულის, სიცრუისა და სიმართლის, სიბრძნის, თავისუფლების, მწიგნობრობისა და სხვათა და სხვათა თაობაზე. თითოეული მათგანის ღრმა, ფილოსოფიურ-ეროვნული კუთხით გაცნობიერება დაეხმარება მომავალ თაობას ცხოვრების გზის არჩევაში და არჩევანის გაკეთებაში კეთილსა და ბოროტს, მართალსა და მტყუანს, ერთგულებასა და ღალატს შორის.

ვფიქრობთ, ამ წიგნში მრავალი ახალგაზრდა იპოვის პასუხს იმ ცხოვრებისეულ შეკითხვებზე, რომლებიც მრავლად იბადება ცხოვრების ფართო გზაზე ახალფეხშედგმული, დაფიქრებული ყმაწვილის გონებაში.