CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

11 წლიდან - პოლიანა

ISBN: 9789941431319

Buy

Author ელეონორ პორტერი
Dimensions 14.8/21
Number of Pages

172

Age Range

11+ Year

Cover

რბილი

Price

6.90 Gel

Description

მსოფლიო ლიტერატურის შედევრი - „პოლიანა“ - თავისი იდეითა და შინაარსით აგერ უკვე საუკუნეა აღაფრთოვანებს როგორც მოზარდების, ასევე ზრდასრულთა გულებს. ამ საბავშვო რომანის მთავარი გმირი, 11 წლის გოგონა, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, საცხოვრებლად დეიდასთან გადადის. მხიარული და გულღია პოლიანა მალე ყველას შეაყვარებს თავს. მისი ხასიათი ვლინდება „ბედნიერობანას“ თამაშში, რომელიც მამამისმა, ღარიბმა მისიონერმა ასწავლა. ეს არის უკვდავი თამაში, რომელიც აქტუალობას დღემდე არ კარგავს, და ადამიანის უნარი - დაინახოს ყველაფერში, თუნდაც ძალიან უარყოფით ამბავში, დადებითი მხარე; იყოს ბედნიერი იმით, რაც გააჩნია და უხაროდეს ცხოვრება. ოპტიმისტური რომანი ცხადყოფს, რომ ბედნიერების ძიებაში ხშირად ვერ ვამჩნევთ სიხარულის მომნიჭებელ უბრალო საგნებს. ამ წიგნის გამოცემის შემდეგ სიტყვა „პოლიანა“ დღემდე უსაზღვროდ ოპტიმისტურ ადამიანთან ასოცირდება. იგი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე და უდავოდ დიდი საჩუქარია ელფის ერთგული მკითხველისთვის.