Author | სტენდალი სტენდალი |
---|---|
Dimensions | |
Number of Pages |
516 |
Age Range |
Adult Literature |
Cover |
რბილი |
Price |
11,90 Gel |
Description
სტენდალის რომანის ამ სათაურზე ლიტერატურის კრიტიკოსები დღემდე დავობენ. ერთი რამ კი ფაქტია: სტენდალის „წითელი და შავი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია, რომელმაც დიდი ხანია გადალახა დროის საზღვრები. რომანი განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის, სადაც, საფრანგეთისგან განსხვავებით, კაპიტალიზმმა სრული სვლით XXI საუკუნეში შემოაბიჯა. მკითხველი თავად აანალიზებს პოლიტიკის ლაბირინთებსა და ეკონომიკურ პროცესებში ადამიანთა ურთიერთობებს, რაც ფოკუსირდება ახალგაზრდა პროვინციელი გლეხის, ნიჭიერი ჟულიენ სორელის პიროვნებაში, რომელსაც საზოგადოებრივ კიბეზე წინსვლა სურს. ნიჭიერი ადამიანი, სამწუხაროდ, თანამედროვე სოციუმშიც, სულ ცოტა, შურს მაინც იწვევს. ჟულიენი ქვეყანას სჭირდება, მაგრამ თავისი შესაძლებლობების რეალიზაციას ვერ ახდენს. ის იმ ტრაგიკული ეპოქის შვილია, რომელშიც ადამიანები სოციალურ კიბეზე წარმატების მისაღწევად ზნეობას ივიწყებდნენ. იქ, სადაც ძალა მეფობს, სულიერება ზედმეტია. პიროვნება რწმენისთვის, სიყვარულისთვის ისჯება და გარემოების მსხვერპლი ხდება. ჟულიენი ორ, წმინდა ზნეობრივი და გონივრული პრაქტიციზმის, სამყაროში ცხოვრობს. მასში მუდმივად იბრძვის ვნება და პატივმოყვარეობა. მუდმივად ორ ცეცხლს შუა დგას, ალბათ ამიტომაც დაარქვა ადამიანთმცოდნეობის ოსტატმა მწერალმა ამ რომანს „წითელი და შავი“.