CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

ჰუსარი სახურავზე

ISBN:

Buy

Author ჟან ჟიონო
Dimensions 16/22
Number of Pages

276

Age Range

Adult Literature

Cover

რბილი

Price

9.90 Gel

Description

ეს რომანი ლიტერატურის კრიტიკოსებმა XX საუკუნის 50 საუკეთესო რომანის სიაში შეიტანეს და მისი ავტორი ფრანგ ფოლკნერად აღიარეს, ხოლო თავად ნაწარმოებს სტენდალისებური უწოდეს. ავტორი იმდენად გამომსახველად წერს, რომ კითხვისას გგონია ფილმის კადრებს უყურებ, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ წიგნის გამოცემიდან მალევე გამოჩნდა ფილმიც. კალდერონის ეპიგრაფით მწერალი  მიგვანიშნებს, რომ მისი გმირი თავისი ცხოვრების რისკის ფასად საკუთარი ‘’მეს’’ საძებნელად მიდის, რათა იპოვოს თავისი ‘’გამოსახულება’’, რომელიც საკუთარ თავზე შეხედულების ადეკვატური იქნება. ქოლერის ეპიდემიის რეალური ისტორია გრანდიოზული სიმბოლოა, რომელიც ავტორს საშუალებას აძლევს  განახორციელოს დიდი ხნის ჩანაფიქრი  _  გაიგოს კოსმიური მასშტაბის კატასტროფისა და კატაკლიზმების  ბუნება და ადამიანების საპასუხო რეაქცია ამ გამოწვევაზე, რომელშიც მათ არანაირი წილი არ უდევთ და რომლისადმიც ისინი უძლურნი არიან. ერთ ინტერვიუში ჟან ჟიონო ამბობს: ‘’როდესაც ქოლერა, შავი ჭირი თუ ასწლოვანი ომი დაატყდება კაცობრიობას, ჩვენ ვხედავთ, რომ გრიგალური უბედურების დროს წარმოიშობა პატიოსან ადამიანთა ოაზისი, რომლებიც არ ურიგდებიან საშინელ გამოწვევას, არად დაგიდევენ გასავლიან ჭეშმარიტებებს და დაჟინებით ეძებენ საკუთარ მეს’’. მოკლედ, 26 წლის იტალიელი პოლკოვნიკი ავსტრიის საიდუმლო პოლიციას ემალება საფრანგეთში, სადაც ქოლერა მძინვარებს. შემთხვევით ხვდება ახალგაზრდა და ლამაზ ქალბატონს. ისინი ერთად დადიან სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, რომლის დაძლევაშიც მათ სიყვარული ეხმარებათ. და მაინც, რა უნდოდა ჰუსარს სახურავზე? აი, კითხვა, რომელსაც მხოლოდ წიგნის დახურვის შემდეგ უპასუხებთ. დარწმუნდებით, რომ მწერალმა შექმნა ისეთი ლიტერატურული გმირი, რომელიც არავის ჰგავს. ეს არის რეალური ტრაგედიის ისტორიული ქრონიკა, რომელიც 1838 წელს თავს დაატყდა საფრანგეთს.