ავტორი | ლელა ცუცქირიძე |
---|---|
ზომა | 14.5/21 |
გვერდების რაოდენობა |
132 |
ასაკი |
8+ წელი |
ყდა |
რბილი |
ფასი |
6,90 ₾ |
აღწერა
დიდები ხშირად წუწუნებენ, რომ ბავშვები დიდ დროს ატარებენ გაჯეტებთან, კომპიუტერებთან, პლანშეტებთან თუ მობილურებთან, რადგან ინტერნეტი უამრავი შემეცნებითი ინფორმაციის გარდა, საფრთხეებსაც შეიცავს.
წარმოიდგინე, რომ შენ წინ ჯადოსნური კარია. კარს ორი მხარე აქვს. ერთ მხარეს მხოლოდ ვირტუალური სამყაროა – ვირტუალური პერსონაჟებითა და ამბებით, მეორე მხარეს – ნამდვილი სამყარო, ნამდვილი პერსონაჟებითა და ამბებით.
შენ იმ მხარეს დგახარ, სადაც ვირტუალური სამყაროა. აქ დიდი ძალისხმევა არაფერზე გჭირდება, მხოლოდ ერთი დაწკაპუნება და ათასნაირ თავგადასავალში ეხვევი.
მაგრამ საინტერესოა, რა ხდება მეორე მხარეს, არა?
ეს წიგნი კარის გაღებასა და ნამდვილი სამყაროს აღმოჩენაში დაგეხმარება, რომელიც სულაც არაა უინტერესო და ნაცრისფერი; და თუ მაინც ასე გეჩვენება, თავადვე შეგიძლია, მარტივად გახადო საინტერესო და მრავალფერად გააფერადო.