კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

8 წლიდან - კარის იქით რაღაც მოხდა

ISBN: 9789941489716

ყიდვა

ავტორი ლელა ცუცქირიძე
ზომა 14.5/21
გვერდების რაოდენობა

132

ასაკი

8+ წელი

ყდა

რბილი

ფასი

6,90 ₾

აღწერა

დიდები ხშირად წუწუნებენ, რომ ბავშვები დიდ დროს ატა­რებენ გაჯეტებთან, კომპიუტერებთან, პლანშეტებთან თუ მობილურებთან, რადგან ინტერნეტი უამრავი შემეცნებითი ინფორმაციის გარდა, საფრთხეებსაც შეიცავს.

წარმოიდგინე, რომ შენ წინ ჯადოსნური კარია. კარს ორი მხარე აქვს. ერთ მხარეს მხოლოდ ვირტუალური სამყაროა – ვირტუალური პერსონაჟებითა და ამბებით, მეორე მხარეს – ნამდვილი სამყარო, ნამდვილი პერსონაჟებითა და ამბებით.

შენ იმ მხარეს დგახარ, სადაც ვირტუალური სამყაროა. აქ დიდი ძალისხმევა არაფერზე გჭირდება, მხოლოდ ერთი დაწ­კაპუნება და ათასნაირ თავგადასავალში ეხვევი.

მაგრამ საინტერესოა, რა ხდება მეორე მხარეს, არა?

ეს წიგნი კარის გაღებასა და ნამდვილი სამყაროს აღმო­ჩენაში დაგეხმარება, რომელიც სულაც არაა უინტერესო და ნაცრისფერი; და თუ მაინც ასე გეჩვენება, თავადვე შეგიძლია, მარტივად გახადო საინტერესო და მრავალფერად გააფერადო.