ავტორი | ფიოდორ დოსტოევსკი |
---|---|
ზომა | 18/21 |
გვერდების რაოდენობა |
376 |
ასაკი |
მოზრდილთა ლიტერატურა |
ყდა |
რბილი |
ფასი |
11.90 ₾ |
აღწერა
ბორკილდადებული ნახევრად თავგადაპარსული ფიოდორ დოსტოევსკი 1849 წელს ბადრაგს ჩააბარეს, ციმბირის გრძელ გზას გაუყენეს და ომსკის საპყრობილეში მიიყვანეს, საიდანაც ოთხი წლის შემდეგ გათავისუფლებულმა მწერალმა ციხეში ნანახს, განცდილსა და გადატანილს ერთად მოუყარა თავი და „მკვდარი სახლის ჩანაწერებად“ აკინძა. ის სისხლის სამართლის დამნაშავის, ალექსანდრ პეტროვიჩ გორიანჩიკოვის პირით პატიმრების ყოველდღიური ცხოვრების ისტორიებს შეულამაზებლად და გულისტკივილით გადმოგვცემს. მთავარ გმირს საპყრობილის სასტიკი რეჟიმი, ყოველდღიური დამცირება და ბორკილების თრევა უფრო ტანჯავს, ვიდრე აფრთხობს. ის ისეთ ადამიანებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ამქვეყნად ტანჯვის მეტი თითქმის არაფერი უნახავთ. ალექსანდრ პეტროვიჩს მათთან ურთიერთობა არ ეთაკილება, პირიქით, მედიდურობა სამარცხვინო თვისებად მიაჩნია და ყოველგვარ უკადრისობას უარყოფს. პატიმრები კი მას ხშირად დასცინიან, რადგან ის თავმდაბალი, ზრდილობიანი და კეთილსინდისიერია. უდიდესი ტანჯვის მიუხედავად, ის ბედის უკუღმართობაზე არ ჩივის. საპყრობილეში მან იგრძნო, რომ სამყაროს სწორედ ის გარემო ქმნის, რომელსაც ძალით გახვევენ თავს. რა ხდებოდა მაშინდელი რუსეთის ციხეში, სადაც რუსი პატიმრების გარდა უცხოელებიც, მათ შორის, კავკასიელებიც, მრავლად იყვნენ? რისთვის აპატიმრებდნენ მათ? როგორი იყო კატორღული შრომა? ვინ იყო ჯალათი და ვინ – მსხვერპლი?.. ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს რომანში ამოიკითხავთ.